24 დეკემბერი, 2021 19:00
მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია „მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“ – თბილისის N72 საჯარო სკოლა
2021-2022 წლის 17 დეკემბერს, მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრის ორგანიზებით, ხელმძღვანელი პედაგოგი ანა ფურცელაძე, სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა ონლაინ სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია „მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“.
კონფერენციის მიზანი იყო სკოლაში მიღებული ცოდნის გაღრმავება, დამოუკიდებელი მუშაობის უნარის განვითარება. მოზარდების შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარების მაქსიმალური გამოვლენა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს V –XI კლასის მათემატიკით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა.
მოსწავლეები დაჯილდოვდნენ №72 საჯარო სკოლის სიგელებით.