11 ივლისი, 2018 17:14
აჭარის ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის სტუდენტთა ნამუშევრები გამოიფინეს
2018 წლის 9 ივლისს ბათუმში, აჭარის ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა საეკლესიო და საერო ოქრომკედით შესრულებული ნაქარების გამოფენა, რომელიც ხალხური რეწვის ცნობილი მოღვაწის დედა თამარის /ეთერ უროტაძის/ ხსოვნას მიეძღვნა.
გამოფენაზე, სხვა ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილი იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა ნამუშევრები. გამოფენა გაგრძელდება 12 ივლისამდე და 14 ივლისს ქ. ფოთში გადაინაცვლებს.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია



