10 დეკემბერი, 2018 16:59
ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თანამედროვე განათლების აკადემიას ილიაუნის მოწვეული პროფესორი ესტუმრა
10 დეკემბერი ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად თანამედროვე განათლების აკადემიას ილიაუნის მოწვეული პროფესორი და მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი გიორგი გახელაძე ესტუმრა.
მოწვეული სტუმარი მოსწავლეებს ესაუბრა ადამიანის უფლებებზე და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა. მოეწყო მოკლე ისტორიული ექსკურსი ადამიანის უფლებების წარმოშობის, მისი სოციალური ფესვებისა და განვითარების ძირითადი ეტაპების შესახებ.
“აკადემია დიდ მადლობას უხდის ბატონ გიორგის ძალიან საინტერესო პრეზენტაციისათვის”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
-
CEA-ის მოსწავლეებისთვის ქიმია-ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიები ყველაზე საყვარელი ადგილებია. by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემიში (CEA) ჩატარდა მოსწავლეთა მესამე სასკოლო კონფერენცია by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემია (CEA) – გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)



