AIA-GESS-ის გუნდი Solana Hackathon-ის გამარჯვებულია
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის გუნდმა, სახელწოდებით AdMint, რომლის წევრები არიან გიორგი ჩიკვატია, ლუკა ძაგანია, დავით ტყემალაძე და გიორგი ჩილინგარაშვილი, Solana Hackathon-ში პირველი ადგილი მოიპოვა და $500-ის ოდენობის საპრიზო თანხა მიიღო.
გიმნაზიის მიერ 1-ელ ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჰაკათონს კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრმა უმასპინძლა. ორდღიანი ინტენსიური Web3 ღონისძიება Superteam Georgia-ს, საქართველოში Solana-ს ოფიციალური წარმომადგენლობის ჩართულობით გაიმართა და მონაწილეებს Solana-ს ეკოსისტემისა და Web3 ტექნოლოგიების გაცნობისა და საკუთარი ინოვაციური იდეების განვითარების შესაძლებლობა მისცა.
ჰაკათონის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ Solana-ს ეკოსისტემას, იმუშავეს რეალურ პრობლემებზე, შექმნეს და დახვეწეს საკუთარი პროექტები, მიიღეს მენტორებისგან უკუკავშირი და საბოლოოდ საკუთარი იდეები ჟიურის წინაშე წარადგინეს.
გამარჯვებულების შერჩევისას ჟიურიმ ყურადღება გაამახვილა პროექტების Solana-ს ეკოსისტემასთან შესაბამისობაზე, იდეის ინოვაციურობასა და პრაქტიკულობაზე, ტექნოლოგიური გადაწყვეტის ეფექტიანობასა და პროექტის განვითარების პოტენციალზე.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვამაყობთ მათი ინოვაციური ხედვით, ტექნოლოგიური ცოდნითა და გუნდური მუშაობით!“, – აცხადებენ გიმნაზიაში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის გუნდმა GreenPay ბრიტანულ უნივერსიტეტში გამართულ Shark Tank-ის კონკურსში გაიმარჯვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS