AIA-GESS-ის გუნდმა GreenPay ბრიტანულ უნივერსიტეტში გამართულ Shark Tank-ის კონკურსში გაიმარჯვა
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის გუნდმა GreenPay ბრიტანულ უნივერსიტეტში გამართულ Shark Tank-ის კონკურსში გაიმარჯვა.
გიმნაზიის მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა ჟიურის წინაშე ინოვაციური ბიზნესიდეები, ბიზნესგეგმები და პრეზენტაციები წარადგინეს.
გამარჯვებული პროექტი GreenPay წარმოადგენს ინოვაციურ აპლიკაციას, რომელიც მომხმარებლებს პლასტმასის ბოთლების ჩაბარების სანაცვლოდ ქულების დაგროვების შესაძლებლობას აძლევს. დაგროვილი ქულების გამოყენება კი პარტნიორ მაღაზიებში იქნება შესაძლებელი, რაც ეკოლოგიურად პასუხისმგებლიან ქცევას წაახალისებს.
Shark Tank-ის კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში მეწარმეობის, ინოვაციური აზროვნებისა და ფინანსური განათლების პოპულარიზაციას.
გუნდის წევრები: ლიზი კბილაშვილი, ლუკა ფერიშვილი, ანასტასია ჯღარკავა, ილია წიკლაური. მენტორი: მარიამ ბოლქვაძე.
AIA-GESS ულოცავს გამარჯვებულ გუნდს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS