GE
19 აპრილი, 2021 16:49

,,აკადემოსი“ – სკოლა, რომელიც ზრუნავს თქვენი შვილების, როგორც ერისა და ზოგადად სამყაროს მომავლის ზნეობრივ სახეზე

,,აკადემოსი“ – სკოლა, რომელიც ზრუნავს თქვენი შვილების, როგორც ერისა და ზოგადად სამყაროს მომავლის ზნეობრივ სახეზე. ასწავლის მათ სიყვარულს, ურთიერთპატივისცემასა და თანასწორუფლებიანობას, ეროვნული გზით გზას გაუკვალავს საერთაშორისო ასპარეზზეც.

სკოლა ,,აკდემოსის” დამაარსებელია, ი. გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთვარი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იზა ჩანტლაძე,

სკოლა ,, აკადემოსის” პარტიორი ორგანიზაციები არიან – ევროპის(ISM) ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი; უკრაინის-კიევის გაძლიერებული ინგლისურენოვანი სკოლა N173-ე, ლონდონის ELS-საგანმანათლებლო ცენტრი, UNIQUE LEARNING-საგანმანათლებლო ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი. არაერთი მადლობის სიგელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან,თავისუფალი უნივესიტეტიდან, აგრარული უნივერსიტეტიდან (წარმატებული მოსწავლეების აღზრდისთვის) საგნობრივი ოლიმპიადის ორგანიზაციის ხელმძღვანელებისაგან . TV SKOLA – ორგანიზაცია,რომლის დახმარებითაც დისტანციური სწავლება მიმდინარეობს სრულიად შეუფერხებელი პროცესით.

სკოლის მიზანია – სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით აღზარდოს განათლებული, კონკურენტუნარიან გარემოში წარმატებული ახალგაზრდობა.

ჩვენს სკოლაში მოსწავლეებს უყალიბდებათ კულტურული ღირებულებების შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები. ეს მომავალში ხელს შეუწყობს მათ წარმატებას. სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესისა და პრაქტიკული მეცადინეობის საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ, სწავლა გააგრძელონ საქართველოსა და უცხოეთის ნებისმიერ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში.

სკოლა გთავაზობთ – დისტანციური სწავლების შემთხევაში, შეუფერხებელ დისტანციურ ჩართულობას. ჰარვარდის უნივესიტეტის დისტანციურ კურსებს, აგრეთვე ევროპის ISM უნივესიტეტის დისტანციურ ბიზნესკურსს. აგრეთვე,

  • უსაფრთხო და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით გათვალისწინებულ გარემოს.
  • საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას
  • კვალიფიციურ კადრს
  • ორი უცხოური ენის შესწავლას
  • სხვადასხვა კლუბების მუშაობას
  • გადახდის პირობების მორგებულ გრაფიკს
  • პანდემიის პირობებში ფასდაკლების პროგრამას
  • ტრანსპორტირებას

სამუშაო საათებია 09:00-18:00

სკოლა ,,აკადემოსთან“ ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის ცენტრი ,,ვანდერლენდი“

EDU.ARIS.GE (განათლება)