18 აგვისტო, 2020 16:23
ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ სასწავლო პროცესი 7 სექტემბერს ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყება
ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი “პროგრესი” მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“გაცნობებთ, რომ სასწავლო პროცესი სკოლაში დაიწყება 2020 წლის 7 სექტემბერს ჩვეულებრივ რეჟიმში. (ცვლების გარეშე) პირველი ერთი კვირის განმავლობაში სკოლაში მოხდება სასწავლო პროცესისთვის მზადება, ჩატარდება პრეზენტაციები, ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით! მოხდება ინფორმაციის მიწოდება წიგნებისა და სკოლის განრიგთან დაკავშირებით! გვენატრებით და გელოდებით!
პატივისცემით ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი პროგრესის დირექცია.”