9 ნოემბერი, 2021 21:54
აშშ-ს საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში “თანამედროვე განათლების აკადემიის” მოსწავლეებმა ოქროსა და ვერცხლის სერტიფიკატები მიიღეს
აშშ-ს საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში საზაფხულო გამოწვევა კითხვაში “თანამედროვე განათლების აკადემიის” მოსწავლეებმა ნუცა და დემეტრე ჭუმბურიძეებმა ოქროსა და ვერცხლის სერტიფიკატები მიიღეს.
ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ზაფხულის არდადეგებზე სამყაროს შესწავლის საუკეთესო საშუალება არის კითხვა. „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში არის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული ტრადიცია.
აღნიშნული პროექტით ამერიკის საელჩო მხარს უჭერს 2021 წელს თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადებას, რაც წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციის დიდი ზეიმია.
“თანამედროვე განათლების აკადემია” ამაყობს ნიჭიერი მოსწავლეებითა და მათი წარმატებებით.