GE
12 ნოემბერი, 2021 18:13

ასტრიდ ლინდგრენის დღე “თანამედროვე განათლების აკადემიაში”

“თანამედროვე განათლების აკადემიაში” ყველასთვის საყვარელი საბავშვო მწერლის „ასტრიდ ლინდგრენის დღე“ ავღნიშნეთ. მსოფლიოში ცნობილი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის წიგნების მიმართ ინტერესი დღემდე არ ცხრება და ის კვლავაც რჩება ბავშვების საყვარელ მწერლად!

“თანამედროვე განათლების აკადემიაში” ასტრიდ ლინდგრენის დღე მოვაწყვეთ, რომლის მიზანიც მოსწავლეებში მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების უკეთ გაცნობა ასევე, საბავშვო ლიტერატურისა და წიგნის კითხვის შეყვარება წარმოადგენდა.

პატარა აკადემიელებმა მასწავლებლებთან ერთად უამრავი საინტერესო და სახალისო აქტოვობა დაგეგმეს და განახორციელეს, სპეციალურად ამ დღისთვის ცხრილიც კი შექმნეს.

მოსწავლეებმა ასტრიდ ლინდგრენის ცნობილი გმირების ვარცხნილობები მოირგეს და ტკბილეულითაც გაუმასპინძლდნენ ერთმანეთს.

EDU.ARIS.GE - სკოლები