GE
21 ნოემბერი, 2019 12:54

ასტრიდ ლინდგრენის წიგნის კვირეული “იუჯი” სკოლაში

ერთი კვირის განმავლობაში „იუჯი“ სკოლა ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრულ სამყაროში ცხოვრობდა. ამჯერად წიგნის კვირეული ბავშვებისთვის საყვარელ შვედ მწერალ ქალბატონს მიეძღვნა. კვირეულის მიზანი ლინდგრენის შემოქმედებაზე ცნობიერების ამაღლება და ზოგადად, პატარებში წიგნის კითხვის მოტივაციის გაზრდა იყო.

დაწყებითი საფეხურის ყველა კლასი აქტიურად ჩაება წიგნიერების კვირეულში. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლინდგრენის მოთხრობები, შექმნეს ილუსტრაციები სხვადასხვა გმირსა თუ ეპიზოდზე, დაამზადეს სანიშნეები, რომლებიც გადასცეს სკოლის ბიბლიოთეკას, მისწერეს წერილები საყვარელ მწერალს, შექმნეს ზღაპრების დასასრულის საკუთარი ვერსიები, დაამზადეს პოსტერები და გამოფინეს, ნახეს დოკუმენტური ფილმი მწერალ ქალბატონზე, შემოგვთავაზეს საინტერესო პრეზენტაციები. თითოეულ კლასში გამოვლინდა რჩეული წიგნიც.

კვირეულის ბოლო დღეს კი მოეწყო კოსტიუმირებული კარნავალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საყვარელი გმირის ტანსაცმელში ჩაცმულმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.

პატარებს სტუმრად ეწვია ყველასათვის საყვარელი პეპი გრძელწინდა და სახურავის ბინადარი კარლსონი, რომელთა სტუმრობა ბავშვებისთვის სიურპრიზი იყო. სკოლაში იყო უამრავი პეპი, ყაჩაღის ასული რონია, კარლსონი თავისი განუყრელი პროპელერით და კიდევ უამრვაი პერსონაჟი ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედებიდან.

 

Aris.ge - განათლება განათლება