ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ყველა წევრი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეა
საქართველოს ნაკრების ყველა წევრი ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეა
დამტკიცდა საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე. დოჰაში (ყატარი) 3-12 დეკემბერს საქართველოს ღირსებას დაიცავენ:
1. მარიამ ქათამაშვილი
2. ალექსანდრე ქოქიაური
3. მიხეილ სეფაშვილი
4. ლუკა ზუხბაია
5. ლუკა მჭედლიძე
6. ნანო კანტიძე
ყველა მოსწავლე ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში სწავლობს. ისინი მსოფლიოს 78 ქვეყნის თანატოლებს შეეჯიბრებიან STEM-ის (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია) საგნებში. ოლიმპიადის სამუშაო ენა ინგლისურია.
გუნდს უხელმძღვანელებს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ბ-ნი მამუკა მესხიშვილი.
წარმატება ვუსურვოთ ჩვენს ნაკრებს!