18 ნოემბერი, 2015 15:45
„ახალი ქართული გიმნაზიის“ დაწყებით კლასებში პროექტის „შემოდგომის ფერები ჩემს ქალაქში“ პრეზენტაცია ჩატარდა
2015 წლის 6 ნოემბერს „ახალი ქართული გიმნაზიის“ დაწყებით კლასებში ჩატარდა პროექტის „შემოდგომის ფერები ჩემს ქალაქში“ პრეზენტაცია.
პრეზენტაციაში მონაწილეობდა “ახალი ქართული გიმნაზიის“ I – IV კლასის ყველა მოსწავლე. მათ წარმოადგინეს შემოდგომის თემაზე ნასწავლი სიმღერები,ცეკვები და ლექსები, აგრეთვე, მოაწყვეს აპლიკაციებისა და ნახატების გამოფენა.
ამ აქტივობების სულისჩამდგმელები იყვნენ: დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში ინგა ადახი, ხელოვნების მასწავლებელი ვიქტორია მგელაძე და სკოლის ფსიქოლოგი ნინო ალადაშვილი.
სკოლა დიდ მადლობას უხდის „ახალი ქართული გიმნაზიის“ დაწყებითი კლასების ყველა პედაგოგს გაწეული დახმარებისთვის.