ახალი სასწავლო წელი UG სკოლაში!
განათლების მოდერნიზაცია და სკოლაში უახლესი სტანდარტების დანერგვა UG სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
სწორედ ამ მიზნით, 2019 წლის 23 სექტემბერს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა UG სკოლის დირექტორმა ასობით პირველკლასელთან ერთად გახსნა.
სკოლის განახლებული შენობა აღჭურვილია ახალი ინვენტარით, თანამედროვე ტექნიკით,
ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისთვის განკუთვნილი ლაბორატორიებით. მოსწავლეებს ექნებათ საშუალება თავისუფალ დრო გაატარონ კომფორტულად მოწყობილ მოსასვენებელ ოთახებში, ბიბლიოთეკაში თუ განსავითარებელ სივრცეში.
UG სკოლის ადმინისტრაციის უფროსი, თინათინ თოფურია: „23 სექტემბერი მართლაც განსაკუთრებული დღეა ჩვენი სკოლისთვის, სკოლამ ასობით ახალი პირველკლასელს ახალ შენობაში უმასპინძლა, გარდა მოსწავლეებისა სკოლას შეემატა მაღალკვალიფიციურ პედაგოგთა გუნდი. ვეცადეთ ეს დღე დაუვიწყარი ყოფილიყო ჩვენი პირველკლასელებისთვის, რომლებმაც პირველად შეაღეს UG სკოლის ახალი შენობის კარი. გპირდებით საინტერესო, მრავალფეროვან და სიახლეებით სავსე წელს.”