GE
8 ნოემბერი, 2016 12:20

,,ბარაქიანი, ოქროსფერი შემოდგომა”- სკოლა-გიმნაზია ,,პირველის” მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს

სკოლა-გიმნაზია ,,პირველის” II კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგი ინგა ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს საშემოდგომო ღონისძიება სახელწოდებით  ,,ბარაქიანი, ოქროსფერი შემოდგომა”, რომლის მიზანი იყო შემოქმედებითი უნარების განვითარება მოსწავლეებში და ცოდნა იმისა,  თუ რამდენად მნიშვნელოვანია წელიწადის ეს დრო თითოეული ოჯახისთვის და ქვეყნისათვის.

ბავშვებმა შემოდგომა გააცილეს ლექსებით, მინი სპექტაკლით, სიმღერებით და ცეკვებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ: დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები.

სკოლა გიმნაზია "პირველი"