„ბოლო 2 წლის განმავლობაში ბევრ წარმატებას მივაღწიე, ეს ყველაფერი სკოლა პროგრესის დამსახურებაა“
ლუკა ჩიხლაძე საამაყო პროგრესელია. მან შემოდგომის სეზონზე “იდებატე”-ს გრანდ ფინალზე გამარჯვება მოიპოვა. ასევე ორჯერ გახდა გაეროს მოდელირების – GIMUN-ის საუკეთესო დელეგატი და 2020 წლის დეკემბერში, პროგრესის გაეროს მოდელირების ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო. ლუკა თავად გვიყვება სკოლა “პროგრესში” გადმოსვლის შემდეგ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება.
“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროგრესში გადმოსვლამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. გარდა იმისა, რომ პროგრამული საგნების სწავლების ხარისხი საკმაოდ მაღალია, გავდივართ ბევრ სხვა საინტერესო, ამერიკული სკოლის საგანსაც. ასევე გვეძლევა მრავალ აქტივობასა თუ პროექტში ჩართვის საშუალება. პროგრესში გადასვლისთანავე საკმაოდ ბევრ კლუბში გავწევრიანდი. მივიღე გამოცდილება და აღმოვაჩინე ახალი ინტერესები და შესაძლებლობები. ვამაყობ, რომ ვარ პროგრესელი.
ჩვენი სკოლის დებატების კლუბის დამსახურებით, აღმოვაჩინე რომ მაინტერესებდა დებატები. ორჯერ მივიღე მონაწილეობა ყოველწლიურ დებატების კონკურსში, რომელიც საქართველოს მასშტაბით ტარდება. 2020 წლის შემოდგომის სეზონზე „იდებატე“-ს გრანდ ფინალის გამარჯვებული გავხდი. სამართლის კლუბის დამსახურებით კი საჯარო გამოსვლებისა და სპიკერობის უნარები გავაუმჯობესე. ორჯერ გავხდი კანტის აკადემიის მიერ ორგანიზებული გაეროს მოდელირების – GIMUN-ის საუკეთესო დელეგატი.
2020 წლის დეკემბერში, პროგრესის გაეროს მოდელირების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი. ამ პროექტმა წარმატებით ჩაიარა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრ წარმატებას მივაღწიე. ეს ყველაფერი სკოლა პროგრესის დამსახურებაა.
უკვე მაქვს სამომავლო გეგმები. მინდა სწავლა საფრანგეთში გავაგრძელო საერთაშორისო ურთიეთობების მიმართულებით. სკოლა პროგრესში მიღებული განათლება და გამოცდილება დამეხმარება სამომავლო მიზნების მიღწევაში”, – აღნიშნა ლუკამ.