GE
12 თებერვალი, 2021 17:55

„ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვარ მივიღოთ ბავშვები“ – თამარ მეფის სახელობის გიმნაზია

“ჩვენ, დიდი ხნის შემდეგ, თქვენთან შესახვედრად ვემზადებით”, – ნათქვამია თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის განცხადებაში.

დღეს, გიმნაზიის ყველა თანამშრომელმა Covid-19-ის დასადგენი პისიარ (PCR) ტესტი აიღო. პრევენციის მიზნით, ტესტირება, ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება;

გიმნაზიაში, ტეტსირების პარალელურად, სანიტარულ-ჰიგიენური პროფილაქტიკა მიმდინარეობდა, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით.

“ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვარ, მაქსიმალურად სუფთა, უსაფრთხო და სიყვარულით სავსე გარემოში მივიღოთ ბავშვები”, – აღნიშნეს სკოლაში.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი