GE
17 მაისი, 2017 12:10

DAAD-ის ხელმძღვანელები ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას ესტუმრნენ

გერმანიაში უმაღლესი განათლების მიღება სამომავლოდ წარმატებული კარიერული წინსვლის გარანტიაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

4 მაისს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას გერმანიის აკადემიურ სამსახურის – DAAD-ის წარმომადგენლები – დოქტ. მარტინ პრაქსენტალერი და დოქტ. ნინო ანთაძე ესტუმრნენ. სკოლას აგრეთვე სტუმრობდა პროგრამა „ხიდი განათლებისკენ“ წარმომადგენელი ლიკა ეძგვერაძე. მათ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს გერმანიაში სწავლის გაგრძელების შესახებ, ასევე ისაუბრეს გერმანიაში დაფინანსების მიღებისა და DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეების შეხვედრა DAAD-ის წარმომადგენლებთან ტრადიციული გახდება. მოსწავლეები ყოველწლიურად მიიღებენ გერმანიის იმ უმაღლესი სასწავლებლების სიას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართველი სტუდენტების მიღებით.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS