დემირელის კოლეჯის მოსწავლეებმა ჟაუტიკოვის სახელობის მე-13 საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს
დასრულდა აკად. ჟაუტიკოვის სახელობის მე-13 საერთაშორისო ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 17 ქვეყნის ფიზიკა-მათემატიკური სკოლების 50-მდე გუნდმა, მათ შორის ასპარეზობდა დემირელის კოლეჯის მოსწავლეთა გუნდიც.
დემირელის კოლეჯის მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი საკმაოდ რთულ დავალებებს და მედლებიც მოიპოვეს. გუნდის ხელმძღვანელის გოჩა მანდარიას თქმით, დემირელის კოლეჯის გუნდმა წელს სერიოზული თაობათა ცვლა განიცადა და ძირითადად პატარა და/ან გამოუცდელი მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული.
,,მათ მედლების აღება ვერ მოახერხეს, თუმცა თავიანთ დიდ თანატოლებს სერიოზული პაექრობა გაუმართეს და მომავალი წარმატებების დიდი იმედი დაგვიტოვეს. ერთადერთი გამოცდილი მოსწავლე გიორგი კლდიაშვილი იყო, რომელმაც ინფორმატიკაში ვერცხლის მედალი დაიმსახურა. გარდა ამისა, ოლიმპიადაზე ჩვენს გუნდს (გიორგი კლდიაშვილი, საბა თავდგირიძე, გიორგი ხუციშვილი) პროგრამირებაში სრულიად რუსეთის მოსწავლეთა მე-17 გუნდურ ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლის მედლებიც გადაეცა. ვულოცავ ბავშვებს, მათ პედაგოგებს, მშობლებს და მთელ საქართველოს ამ დიდ წარმატებას და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევთ’’,- აღნიშნა გოჩა მანდარიამ.