GE
14 ივნისი, 2017 14:13

დემირელის კერძო კოლეჯის 2017 წლის კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო IBSU-ში გაიმართა

10 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის წლევანდელი კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო.

საღამოს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, პედაგოგები და კურსდამთავრებულების მშობლები.

სტუმრებმა იხილეს დემირელის კოლეჯის 2016-2017 სასწავლო წლის წარმატებები და მიღწევები. მე-12 კლასელებს ღონისძიება გაულამაზეს უმცროსკლასელებმა, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით მოხიბლეს დამსწრე საზოგადოება.

ცერემონიის დასასრულს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ ოქროს მედალოსნებსა და წარმატებულ მოსწავლეებს სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა, ხოლო ყველა წლევანდელმა კურსდამთავრებულმა მიიღო მადლობის სიგელი.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი