GE
30 ნოემბერი, 2018 15:39

“ჯი-ელ-სის” სკოლა წარმატებით აგრძელებს კლასგარეშე აქტივობებში მონაწილეობასა და გამარჯვებას

“ჯი-ელ-სის” სკოლა წარმატებით აგრძელებს კლასგარეშე აქტივობებში მონაწილეობასა და გამარჯვებას. კავკასიის უნივერსიტეტის თაოსნობით მოეწყო საფეხბურთო ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეებისთვის. ჩატარდა პირველი საკვალიფიკაციო თამაში.

“ჯი-ელ-სის” გუნდი შეხვდა 45-ე საჯარო სკოლის გუნდს და გაიმარჯვა ანგარიშით 6:1. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება 3 დეკემბერს.

“წარმატებასა და გამარჯვებას ვუსურვებთ ჯი-ელ-სის გუნდს, ხოლო ჩვენი სკოლის შესანიშნავ პარტნიორ კავკასიის უნივერსიტეტს მადლობას ვუხდით მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის”, – აღნიშნეს სკოლაში.

Aris.ge - განათლება განათლება