GE
21 მაისი, 2018 10:37

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში მეხუთე ბოლო ზარი გაიმართა

2018 წლის 18 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში მეხუთე ბოლო ზარი გაიმართა. კურსდასმთავრებულებს მიესალმა და გზა დაულოცა სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ. ზოგადი განათლების მენეჯერმა, მარიამ /მაყვალა/ ანთაძემ, კლასის ხელმძღვანელებმა თეონა მოდებაძემ და შორენა ოქრიაშვილმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნანა /ციცინო/ ანთაძემ, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორმა რუსუდან რევაზიშვილმა.

მისალმების შემდეგ, ეზოში საკონცერტო არენაზე – გაიმართა საზეიმო კონცერტი, სადაც კურსდამთავრებულებმა გაიხსენეს სკოლაში გატარებული დრო, გამოავლინეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პედაგოგები და მოსწავლეები. მადლობა გადაუხადეს სკოლას იმ საინტერესო წლებისათვის, რაც მათმა სკოლა-პანსიონში გაატარეს. გადაიღეს სამახსოვრო სურათები, მოილოცეს ზედაზენის მონასტერი.

სკოლის ადმინისტრაცია სკოლა-პანსიონის მე-5 გამოშვების მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი