GE
18 თებერვალი, 2016 15:49

ესტონელი სტუმრები ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში

2ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას ესტუმრნენ ესტონეთის სამი წამყვანი უნივერსიტეტის: Tallinn University, Tallinn University of Technology და Tartu University წარმომადგენლები.

მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სკოლის უფროსკლასელებს აღნიშნულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პირობებისა და სწავლის დაფინანსების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-12 კლასელები დეკემბრის თვეში აბარებენ FCE და 3TOEFL გამოცდას. აღნიშნული ინგლისური ენის გამოცდები აღიარებულია მსოფლიოში, მათი სერთიფიკატების მფლობელთათვის კი მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტის კარი ღიაა. ცხადია, ეს სერთიფიკატები აღიარებულია ესტონეთშიც. ამიტომ ჩვენს მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა მოხვდნენ აღნიშნული უნივერსიტეტების უფასო ადგილებზე, ასეთი ადგილი კი ბიზნესის ადმინისტრირების და მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტზე სულ ათია.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS