GE
18 ნოემბერი, 2015 16:20

„ევროპული სკოლის“ მოსწავლემ სკოლებს შორის კარატეში გამართულ ტურნიში გაიმარჯვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციასთან ერთად ა.წ. 15 ნოემბერს საქართველოს ძიუდოს დარბაზში ჩაატარა საერთაშორისო ტურნირი კარატეში სკოლებს შორის. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის 450 სასკოლო ასაკის კარატისტმა.

ტურნირში გამარჯვება და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა „ევროპული სკოლის“ AHS VIII კლასის მოსწავლემ, კარატეს კლუბის წევრმა, ანა დარჩიაშვილმა (მწვრთნელი გრიგოლ დარჩიაშვილი). ამ გამარჯვებით ანა გახდა საქართველოს ნაკრების წევრი და მიიღო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება.

Aris.ge - განათლება განათლება