GE
17 დეკემბერი, 2020 11:42

ფსიქოლოგის საათი თანამედოვე განათლების აკადემიაში

„თანამედროვე განათლების აკადემია“ მუდმივად ზრუნვას მოსწავლეების აკადემიური, კოგნიტური, სოციალური, ფსიქო-ემოციური უნარების განვითარებაზე, რათა შემდგომში მათ მარტივად შეძლონ სოციუმში თვითგამოხატვა, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება ინდივიდებთან და ჯგუფებთან.

“სოციალურ-ემოციური განვითარება მოიცავს ისეთ უნარებს, რომელიც ეხმარება ბავშვს საკუთარი თავის შესწავლაში, საკუთარი ემოციების ამოცნობაში, იმპულსებისა და ქცევის მართვაში, თანატოლებთან და უფროსებთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში და ა.შ.

სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით განხორციელებული სხვა აქტივობების გარდა, აკადემიის ფსიქოლოგი მოსწავლეებთან ინტენსიურად მართავს შეხვედრებს, რომლებზეც, სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობის გამოყენებით, მოსწავლეები მსჯელობენ ისეთ თემებზე როგორიცაა: ემოციებისა და ბრაზის მართვა, სტრესისა და შფოთვის დაძლევა, პასუხისმგებლობა და ზრუნვა, მიზანდასახულობა და თავდაჯერებულობა, თვითშეფასება, ციფრული უსაფრთხოება და სხვ.”, – განაცხადეს სკოლაში.

თანამედროვე განათლების აკადემია