გაიცანით – მარიამ ბოლქვაძე, სკოლა პროგრესის (თბილისი) ბიზნეს კლუბისა და ლიდერობის განვითარების მენეჯერი
დღეს გვინდა გაგაცნოთ მარიამ ბოლქვაძე, ჩვენი სკოლის ბიზნეს კლუბისა და ლიდერობის განვითარების მენეჯერი
“იყო მასწავლებელი, ნიშნავს მუდამ საინტერესო, კრეატიული, შემეცნებითი გზების ძიებას მოსწავლეებისთვის. ეს მუდმივი განვითარებისა და სიღრმისეული სიახლეების ძიების პროცესია. პროგრესი ჩემთვის გამოცდილების, წინსვლის, გუნდური კოლეგების შეძენისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობაა.”
მარიამს არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული არაფორმალური განათლების მიმართულებით. როლური თამაშების, სიმულაციების, ქეისებისა და პრაქტიკული პროექტების საშუალებით ბავშვები სწავლობენ ბიზნეს გეგმის შედგენას, პიარ კამპანიის წარმოებას, სამიზნე აუდიტორიის სწორად შერჩევას, ბაზრის მინი კვლევის ჩატარებას, კომპანიის მართვას, ორგანიზაციული ქცევის პრინციპებს, სხვადასხვა ლიდერული სტილის გამოყენებას ორგანაზიციის მართვისას, რეზიუმესა და სამოტივაციოს წერილის წერას, ასევე ბიზნეს შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას.
-
საჯაროდ კითხვის კვირეული სკოლა პროგრესში (თბილისი) by ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი პროგრესი
-
ტოლერანტობის კვირეულის დასასრული – სკოლა პროგრესი (თბილისი) by ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი პროგრესი
-
ქუჩის გამოკითხვა თუ რამდენად იცნობს საზოგადოება გალაკტიონის შემოქმედებას (ვიდეო) – სკოლა პროგრესი (თბილისი) by ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი პროგრესი