გერმანულენოვანი პროექტი „წითელქუდა“ და ქართულ-ამერიკული სკოლის გამარჯვებული კლასები
ქართულ -ამერიკული სკოლის მეშვიდეკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს გერმანული ენის პროექტში: წითელქუდა.
მოსწავლეებმა თავად გაინაწილეს როლები, გადაიღეს ვიდეო და გერმანული ენის კარგი ცოდნით, ორიგინალური ვიდეო მონტაჟით და სამსახიობო უნარებით გააოცეს მაყურებელი.
გამარჯვებული ვიდეო პროექტები გაიგზავნა გერმანიაში ქართულ-ამერიკული სკოლის პარტნიორ სკოლაში, სადაც გერმანელი მოსწავლეები იხილავენ ქართველი მოსწავლეების ნაშრომებს.
ორიგინალური ვიდეო პროდუქტის შექმნისთვის ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორმა, ირმა მესხიშვილმა სერტიფიკატებით დაჯილდოვა მოსწავლეები და პროექტის ხელმძღვანელი, გერმანული ენის პედაგოგი, ნანა გველესიანი.
“ეს იყო პროექტი, რომელმაც მოგვცა საშუალება სხვადასხვა საგნებში დაგროვილი ცოდნა და უნარები გაგვეერთიანებინა”.
“ამ პროექტმა ერთმანეთის სხვადასხვა ნიჭების დანახვის საშუალება მოგვცა”.
“წითელქუდამ შეგვკრიბა და გაგვაერთიანა, რაც ძალიან გვჭირდებოდა”.
“ამ პროექტით ვისწავლეთ სირთულეების გადალახვა”.
ეს ფრაზები ისმოდა ონლაინ დაჯილდოების დროს მოსწავლეებისგან.
“ქართულ-ამერიკული სკოლა ყველა მოსწავლეს და პედაგოგს აძლევს სტიმულს და მოტივაციას, რათა სწავლის პროცესი იყოს ხალისიანი, გამოწვევებით სავსე, და წარმატებული”, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა, ირმა მესხიშვილმა.
-
ESA 2022 – დამტკიცდა საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა by ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა (GAHS)
-
დიდი მხიარულება ბარბარობის დღეს ქართულ-ამერიკულ სკოლაში by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)
-
ცხადდება რეგისტრაცია მობილობის მსურველ მოსწავლეთათვის – ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS) by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)