გიმნაზია „აია-ჯესსის” მათემატიკის კლუბში კონფერენცია გაიმართა
გიმნაზიაში „აია-ჯესს” აქტიურად მიმდინარეობს საკლუბო მუშაობა სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში, მათ შორის მათემატიკაშიც, სადაც დაინტერესებული მოსწავლეები, მასწავლებლების ხემძღვანელობით, ეცნობიან ისეთ საკითხებს, რომელთა განხილვაც საკლასო სასწავლო პროცესის დროს ვერ ხერხდება მოცულობის, სირთულისა თუ პროგრამული შეუთავსებლობის გამო.
კლუბის მიზანია პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაღრმავება და ისეთი უნარების შეძენა, როგორებიცაა: კვლევა, გუნდური მუშაობა, პრეზენტაცია, ოპონირება და ა.შ.
28 თებერვალს მათემატიკის კლუბმა წარმოადგინა ორი საკონფერენციო სასწავლო თემა: ერთუცნობიანი მრავალწევრები – მომხსენებელი მე-9 კლასის მოსწავლე ანი რაზმაძე კვადრატის დანაწილება – მომხსენებელი მე-6 კლასის მოსწავლე ნიკა მახათაძე.
უახლოეს თვეებში იგეგმება მათემატიკური ტურნირები და შეჯიბრებები, რომელსაც წარმოადგენენ მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები ვახტანგ ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით, ხოლო მე-5, მე-6 და მე-7 კლასები ქეთი ბედოიძის ხელმძღვანელობით.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS