გიმნაზია „აია-ჯესს“-ში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებით აღნიშნეს
გიმნაზია „აია-ჯესს“-ში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებით აღნიშნეს.
ეს დღე მოსწავლეებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, გაცნობოდნენ სხვადასხვა რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი რელიგიური ჯგუფები: მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, ისლამი, ბუდიზმი, ინდუიზმი და იუდაიზმი. თითოეულმა ჯგუფმა საკუთარი სტენდით უმასპინძლა სტუმრებს, სადაც წარმოდგენილი იყო რელიგიური ხელოვნების ნიმუშები, არტეფაქტები, ლიტერატურა და ტრადიციული სამოსი.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ უგემრიელესი ტრადიციული კერძები.
კალიგრაფიის ვორქშოფზე მოსწავლეებმა წმინდა ტექსტების გადაწერა ისწავლეს სხვადასხვა ენაზე.
სკოლამ უმასპინძლა განსაკუთრებულ სტუმრებს: ბედნიერების ელჩს – არსენ გვენეტაძეს; ამერიკელ ბიზნესმენსა და ინვერსტორს Mr. Joseph Boccuzzi-ს; და ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს: ქეთი სააკაშვილსა და ლუკა მჭედლიშვილს.
ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხელს უწყობს სკოლაში ურთიერთპატივისცემისა და მრავალფეროვნებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
სკოლაში ამაყობენ, რომ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივებში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS