25 ნოემბერი, 2024 10:05
გიმნაზია „აია-ჯესს“-ის მოსწავლეების წარმატება „EUCYS EU Contest for Young Scientists“-ის ფარგლებში
გიმნაზია „აია-ჯესს“-ის მოსწავლეებმა, გიორგი ზაუტაშვილმა და ოთო ნოზაძემ, უდიდეს წარმატებას მიაღწიეს “EUCYS EU Contest for Young Scientists”-ის ფარგლებში!
მათ ფიზიკის დარგში პირველი ადგილი დაიკავეს ნაციონალურ ეტაპზე პროექტით – “კარბონისგან ბისტაბილური კინემატიკური წყვილის დამზადების ტექნოლოგია”.
ამ გამარჯვების შემდეგ, გიორგი და ოთო 9-14 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გაემგზავრნენ, სადაც საერთაშორისო დონეზე წარადგინეს საქართველო.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
სკოლა ულოცავს გიორგის და ოთოს ამ უდიდეს მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში!
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS