GE
27 მარტი, 2017 13:50

გიმნაზია “შავნაბადა” აქტიურად იღებს მონაწილეობას პროექტიში “ჯანსაღი თაობა”

ბევრს საუბრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მავნე ნივთიერებების მოხმარების საფრთხეებზე, თუმცა როდესაც თავად ხდები მსგავსი საკითხების განხილვის ინიციატორი, პრობლემის არსს უკეთ აღიქვამ.

პროექტი “ჯანსაღი თაობა” ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და მასში ჩართული არიან: გიმნაზია “შავნაბადა”, კერძო სკოლა “ქორალი” და თბილისის 195-ე საჯარო სკოლა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უმეტესობა დამოუკიდებელმა საერო გიმნაზია შავნაბადამ უკვე განახორციელა:

  • მოსწვალეები იმყოფებოდნენ “აგროჰაბში” დანახეს, როგორ მზადდება საკვები, რომელიც იქ იყიდება;
  • ჩაატარეს კონფერენცია თემაზე “თამბაქო, ალკოჰოლი და ნარკომანია”;
  • შევხვდნენ ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს და ისაუბრეს ამავე საკითხებზე;

პროექტის დასკვნითი ღონისძიებაა მარათონი, რომელთან დაკავშირებითაც მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას. ჯგუფის ფასილიტატორია გიმნაზია “შავნაბადას” პედაგოგი, მაკო ჩიტია.

დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა