გიმნაზია ,,შავნაბადა” პლატფორმა ითვინინგის პროექტში აქტიურადაა ჩართული
დამოუკიდებელი საერო გიმნაზია ,,შავნაბადა” ჩართულია ევროპულ სკოლათა გაერთიანება, პლატფორმა ითვინინგის (www.eTwinning.net) პროექტში. ეს პლათფორმა წარმოადგენს ადგილს, სადაც მოსწავლე და მასწავლებელი თავს გრძნობს მსოფლიოს ნაწილად.
ეს არის იმ მასწავლებელთა შეხვედრის ადგილი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროპული თანამშრომლობით, ის უზრუნველყოფს მასწავლებლებისათვის პროექტების შესახებ იდეების მიწოდებას, მათ მხარდაჭერას და რჩევებს იმის თაობაზე, თუ როგორ იმუშაონ თავიანთ მოსწავლეებთან და თანამოაზრეებთან მთელი ევროპის მასშტაბით, უსაფრთხო ონლაინ გარემოში.
პროექტი შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს, გაუზიარონ ერთმანეთს სასწავლო რესურსები და მოახდინონ საკუთარი კარგი პრაქტიკის დემონსტრირება.
გიმნაზიის ბიოლოგიის პედაგოგი ლაურა ჯიმშელეიშვილი ჩართულია პროექტში და მეოთხე მესამე კლასთან ერთად ახორციელებენ პროექტს “I Love My Town”. პროექტის მონაწილეებმა მიიღეს თურქი თანატოლებისგან ბარათები, რამაც პატარები გაახარა.
-
“შავნაბადაში” ისანი-სამგორის რაიონის სკოლების ქართულის მასწავლებლები გია მურღულიას ხვდებიან by დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა
-
სპორტის საერთაშორისო დღე გიმნაზია “შავნაბადამ” ლისის ტბაზე აღნიშნა by დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა
-
საერო გიმნაზია შავნაბადს V (3) კლასში ღია გაკვეთილი ჩარდა by დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა