GE
3 ნოემბერი, 2016 11:47

გიმნაზია ,,შავნაბადას” მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს „ექსპერიმენტორიუმს“ ესტუმრნენ

1-ლ ნოემბერს გიმნაზია ,,შავნაბადას” მე-3-4 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ სოფო ლომიძის ხელმძღვანელობით, სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს „ექსპერიმენტორიუმს“ ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში წარმოდგენილი 80-მდე ექსპონატი, რომლებიც ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკისა და ანატომიის კანონების დემონსტრირებას ახდენს.

მოსწავლეებმა გაზომეს ყვირილის ძალის სიძლიერე, დაიჭირეს ხელში ელვა და კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო ექსპერიმენტში მიიღეს მონაწილეობა. ასევე დაესწრნენ აზოტის შოუს, გაიგეს და საკუთარი თვალით ნახეს რა შეუძლია თხევად აზოტს: აქციოს დიდი პატარად, ვარდი — შუშად და ვაშლით დააჭედო ლურსმანი!

დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა