21 თებერვალი, 2017 13:06
გიმნაზია ,,შავნაბადას” მოსწავლეებმა 1921 წლის ომის დროინდელი სანგრები მოინახულეს
დამოუკიდებელი საერო გიმნაზია “შავნაბადას” მოსწავლეებმა, ილიაუნის და ჯიპას უნივერსიტეტის სტდენტებთან და პროფესორებთან, ასევე, აუდიტორია #1-ის მოსწავლეებთან ერთად, მოიარეს 1921 წლის ომის დროს თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორის ტაბახმელას მონაკვეთზე არსებული შვიდი სანგარი.
მათ მოისმინეს თითოეული სანგარზე მომხდარი საბრძოლო ისტორია და მთლიანად ომის მიმდინარეობის შესახებ ლექცია დიმიტრი სილაქაძისაგან, ასევე, იმ პერიოდის საერთაშორისო ვითარების შესახებ ილიუნის პროფესორ ბექა კობახიძისაგან.