GE
16 იანვარი, 2017 16:32

გიმნაზია ,,შავნაბადას” მოსწავლეებმა პროექტზე ,,ბახტრიონის აჯანყება” იმუშავეს

დამოუკიდებელი საერო გიმნაზია ,,შავნაბადას” მე-6 (2) კლასმა იმუშავა პროექტზე ,,ბახტრიონის აჯანყება”. მოსწავლეებმა შეაგროვეს ისტორიული ცნობები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ასევე გაეცნენ ლიტერატურულ ნაწარმოებებს ვაჟა-ფშაველას,, ბახტრიონსა” და აკაკი წერეთლის ,,ბაში-აჩუკს”.

მეექვსე კლასელებისთვის მასალა საკმაოდ დიდი და რთული იყო, მაგრამ ისინი დიდი ინტერესით ჩაერთნენ პროექტში. მოსწავლეებმა ასევე გააკეთეს მინი თეატრი ტექსტში არსებული საინტერესო მონაკვეთების გასაცოცხლებლად.

დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა