გიმნაზია „შავნაბადას“ საზაფხულო ბანაკი დასრულდა
გიმნაზია „შავნაბადას“ IV-XI კლასის მოსწავლეები 10 დღის განმავლობაში საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.
პროგრამა მიზნად ისახავდა მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. ასევე, მოსწავლეების თანატოლებთან დაახლოებას, სოციალური უნარების, პასუხისმგებლობის, დამოუკიდებლობის გრძნობისა და სოციალური უნარების განვითარებას. მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და შემოქმედებითი უნარების გაღრამავებას.
როგორც გიმნაზია „შავნაბადას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ავთო აბდუშელიშვილმა გვითხრა, სკოლის დირექცია მსგავსი ტიპის აქტივობას, მოსწავლეთა ჰარმონიული აღზრდის პროცესში, საჭიროდ და აუცილებელად მიიჩნევს:
„მოსწავლეების ცხოვრებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სოციალური პასუხისმგებლობის გაღრმავება და სკოლაში მეგობრული გარემოს შექმნა ჩვენი გიმნაზიის პრიორიტეტია“.
გიმნაზია „შავნაბადას“ ზამთარშიც ჰქონდა მსგავსი ტიპის ბანაკი „თოვლის ფესტივალი 2016“ (იხილეთ ვიდეო) და სამომავლოდ ყოველ სეზონზე იგეგმება მოსწავლეების ბანაკში წაყვანა.
საზაფხულო ბანაკი ორი ნაკადისაგან შედგებოდა, სადაც მოსწავლეები ასაკის მიხედვით იყვნენ განაწილებულნი. 10 დღის განმავლობაში ბავშები ჩართულები იყვნენ ძალიან ბევრ მხიარულ სპორტულ და საღამოს აქტივობებში. მოაწყვეს სხვადასხვა ლაშქრობები და ექსკურსიები. ასევე, ჯომარდობის ფედერაციასთან ერთად მტკვარზე იყვნენ ჯომარდობაზე, კლდეზე ცოცვაზე, ზიპროუფზე და ისროლეს მშვილდი.
ზაფხულის ბანაკის მონაწილეები ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ და გთავაზობთ რამდენიმე მათგანის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს:
ანნა თაბუაშვილი
რა უცნაურია ერთი დღეც კი არ გასულა და ბანაკი უკვე მენატრება…
ყოველდღიური რუტინა მომენატრა… მომენატრა ბავშვები, ლიდერები, ვატო, მდინარე, რომელშიც სავარაუდოდ დეას საზამთრო ისევაა, სპორტული აქტივობები(რომელშიც თითქმის სულ ვაგებდით), დეას დიდი სასუსნავებით გატენილი ყუთი, თამაში სურვილებზე, თავისუფალი დრო, კოცონი, ლაშქრობა, ჯომარდობა…
ბექას რუპორი და საჭმელიც კი მომენატრა (ვარჯიში არც ისე)…
იქ ბევრი რამ ვისწავლე…
საკმაოდ ბევრ ადამიანზე წარმოდგენა შემეცვალა და მივხვდი, რომ ადამიანები ერთი შეხედვით არ უნდა შეაფასო…
მართლაც რომ დაუვიწყარი 14 400 წუთი იყო ბანაკში <3 <3 <3
კარგი ისაა, რომ მათ ორ თვეში ისევ ვნახავ! <3
#ზაფხულის14400წუთი #ბანაკი2016 #თავგადასავლებიიწყებააქ
ელენე სულაბერიძე
რაკი ყველამ დაწერა ბანაკზე… მე რა გამონაკლისი ვარ? არა. ხოდა მეც დავწერ! <3 🙂 ძალიან მომეწონა ბანაკი. ის იყო თინეიჯერების სამოთხე <3 ძალიან ვიმხიარულე 🙂 ბევრი ბავშვი და ლიდერი გავიცანი <3 ისინი ჩემთვის ძვირფასები გახდნენ. მითუმეტეს თამთა და დათო. მეგონა რადგან ჩემი მთელი კლასი არ წამოვიდა ვერ მოვილხენდი მაგრამ შევცდი <3 მადლობას ვუხდი ბექა მასწავლებელს და რუპორს რომლებიც ძილს არ გვაცდიდნენ <3 :დდ ჯერ 1 დღე გავიდა და უკვე მენატრება ბანაკი და ასევე ცნობილი ფრაზები <3 : “შუქი ჩაქრა დროზე!” ” :დდ, გაიღვიძე, გაიღვიძე პატარა” “ძილის დროა” “მწკრივში ჩადექით” და ასე შემდეგ… <3 :* და ბოლოს მადლობას ვუხდი გიმნაზია “შავნაბადას” 14 400 ბედნიერი წუთებისთვის. ყველა მიყვარხართ და მადლობელი ვარ <3 <3