14 სექტემბერი, 2016 15:19
გიმნაზია “შავნაბადას” სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა ახალი სასწავლო წელი დაიწყო
გიმნაზია “შავნაბადას” სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ყველაზე “დიდ” შავნაბადელებს მულტფილმების მხიარული გმირები შეეგებნენ და ერთად ძალიან ბევრი ითამაშეს. მოსწავლეები გაეცნენ პედაგოგებს, სკოლის ტერიტორიას და ბევრ სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
გიმნაზია „შავნაბადას“ სკოლამდელი აღზრდის ცენტრი განკუთვნილია სკოლამდელი ასაკის 5-6 წლის ბავშვებისთვის. პროგრამის მიზანია მოამზადოს ბავშვი სკოლისათვის. ჩვენ გთავაზობთ, სასიამოვნო გარემოს და ხარისხიან სკოლამდელ განათლებას
- კვლევებზე დაფუძნებულ სანდო პროგრამებს;
- მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგებს;
- ფიზიკური, შემეცნებითი, მეტყველებისა და სოციალური უნარების განვითარებას;
- ბავშვებთან ინდივიდუალური მიდგომის გამოყენებას;
- უსაფრთხო, მრავალფეროვან და ბავშისათვის კომფორტულ გარემოს.
ერთად ვითამაშოთ, ვისწავლოთ და მოვემზადოთ სკოლისათვის!
-
“შავნაბადაში” ისანი-სამგორის რაიონის სკოლების ქართულის მასწავლებლები გია მურღულიას ხვდებიან by დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა
-
სპორტის საერთაშორისო დღე გიმნაზია “შავნაბადამ” ლისის ტბაზე აღნიშნა by დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა
-
საერო გიმნაზია შავნაბადს V (3) კლასში ღია გაკვეთილი ჩარდა by დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა







