20 სექტემბერი, 2016 14:33
გიმნაზიაში “შავნაბადა” 22-ე სასწავლო წელი დაიწყო
19 სექტემბერს გიმნაზია „შავნაბადაში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო, ეს გიმნაზიისთვის 22-ე წელია და წელს 120 პირველ კლასელი შეუერთდა გიმნაზია “შავნაბადას”.
ეს დღე მათთვის განსაკუთრებული დღეა, ისინი პირველად წავიდნენ სკოლაში, შეხვდნენ პირველ მასწავლებელს და გაიცნეს კლასელები. სკოლის ეზოში მათ პედაგოგებთან ერთად სხვადასხვა მულტფილმის გმირები დახვდნენ და ერთად ძალიან ბევრი სახალისო თამაში ითამაშეს.
მოსწავლეებსა და მშობლებს განახლებული შენობა დახვდათ, ზაფხულის განმავლობაში შენობას სრულად ჩაუტარდა რემონტი, დაემატა მე-5 და მე-6 სართულები. როგორც გიმნაზია „შავნაბადას“ დირექტორმა, ავთანდილ აბდუშელიშვილმა განაცხადა, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია და გიმნაზია ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება.
-
“შავნაბადაში” ისანი-სამგორის რაიონის სკოლების ქართულის მასწავლებლები გია მურღულიას ხვდებიან by დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა
-
სპორტის საერთაშორისო დღე გიმნაზია “შავნაბადამ” ლისის ტბაზე აღნიშნა by დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა
-
საერო გიმნაზია შავნაბადს V (3) კლასში ღია გაკვეთილი ჩარდა by დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა







