GE
20 დეკემბერი, 2016 11:53

გიმნაზია ,,შავნაბადაში” საახალწლოსთან ერთად საქველმოქმედო ღონისძიებებიც დაიწყო

გიმნაზია ,,შავნაბადაში” დაიწყო საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებენ და ერთიანდებიან მისიით – „ერთად, მრავალ ახალ წელს!“

პირველი საახალწლო ღონისძიება უკვე გაიმართა. მე-2(4) კლასის მოსწავლეებმა ,,ბურატინოს თავგადასავლი” გააცოცხლეს, პედაგოგ ნინო ბუაძის დახმარებით. ღონისაძიებას მუსიკალურად თიკო მაღრაძე აფორმებდა. ღონისძიების დასასრულს კი ბავშვებთან სტუმრად თოვლის ბაბუა მოვიდა და საჩუქრები გადასცა.

მე-5(2) კლასის მოსწავლეები კი სტუმრად სარეაბილიტაციო და ადაპტაციის ცენტრ ,,აისში” იყვნენ. “შავნაბადელებმა” დღის ცენტრის აღსაზრდელებს ახალი წელი ძალიან ლამაზი წარმოდგენით მიულოცეს.

გიმნაზიის მოსწავლეებისა და მშობლების თხოვნით, დაწყებითი საფეხურის მიერ წარმოდგენილი ღონისძიებებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში ლეიკემიით დავადებული ბავშვების დასახმარებლად.

გასულ სასწავლო წელს, ,,შავნაბადას” სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მოსწავლეებმა ითამაშეს საქველმოქმედო სპექტაკლი “ბრემენელი მუსიკოსები” და სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში.

დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა