GE
9 იანვარი, 2017 10:55

გიმნაზია შავნაბადელებმა კიდევ ერთხელ დაიპყრეს მათემატიკის ოლიმპიადა ,,ევერესტი”

ყველაზე მასშტაბური მათემატიკის ოლიმპიადა ,,ევერესტის” დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ოლიმპიადაში გიმნაზია ,,შავნაბადას” ოთხმა მასწავლებელმა გაიმარჯვა. პირველი ადგილი ხათუნა ფოფხაძემ დაიკავა, მეორე ადგილი: შორენა გოგიამ, მეოთხე ადგილი: ეკატერინე ჯაფარიძემ, ხოლო მეექვსე ადგილზე სოფო ლომიძე გავიდა.

ისევე როგორც წინა სეზონზე, წელსაც საუკეთესო თორმეტეულში ,,შავნაბადას”‘ ოთხი პედაგოგია მოხვდა. გარდა მასწავლებლებისა, ოლიმპიადის ღირსესული მონაწილეები იყვნენ დაბალი კლასის მოსწავლეებიც. მე-2 კლასის მოსწავლე ანასტასია აბულაძემ მეოთხე ადგილი დაიკავა. ხოლო, მე-3 კლასის მოსწავლეები: ეფემია გუგუშვილმა და დათა დიასამიძემ მეასმე ადგილი დაიკავეს, მე-4 კლასიდან თემიკო მაჭავარიანმა დაიკავა მე-3 ადგილი.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა