18 ნოემბერი, 2015 16:34
გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულმა აკადემიამ ზუგდიდში მასწავლებლებისთვის გასვლითი სემინარი ჩაატარა
ამა წლის 14-15 ნოემბერს, ამერიკულმა აკადემიამ გასვლითი სემინარი ჩაატარა ქ. ზუგდიდში რეგიონის მასწავლებლებისთვის. აღნიშნული სემინარი, წელს მაისში ჩატარებული მასწავლებელთა რეგიონალური კონფერენციის გაგძელებაა. ქ. ზუგდიდში ჩატარებულ სემინარს სხვადასხვა კუთხიდან 42 მასწავლებელი დაესწრო.
სემინარის პროგრამა მოიცავდა შემდეგ თემებს:
- საინფორმაციო წიგნიერება – ახალი ათასწლეულის მოთხოვნები
- წერითი მეტყველების ეფექტურად სწავლება
- ინტერდისციპლინარული მათემატიკა
- ონლაინ აკადემიის პრეზენტაცია
მასწავლებელთა სემინარს ქ. ზუგდიდში წმ. გიორგის სახ. სასულიერო გიმნაზიამ უმასპინძლა, რისთვისაც აკადემია დიდ მადლობას უხდის გიმნაზიის დირექტორს, ქალბატონ მანანა ნაჭყებიას.