29 მაისი, 2018 15:15
გრანტი მე-11 კლასში გადამსვლელი მოსწავლეებისთვის „თანამედროვე განათლების აკადემისგან“
თანამედროვე განათლების აკადემია აცხადებს საგრანტო კონკურსს მომავალი სასწავლო წლის მე-11 კლასში მოსწავლეების მისაღებად.
რატომ თანამედროვე განათლების აკადემია? – ეს კითხვა სკოლის მეათე კლასელებს დაუსვეს და აი მათი პასუხებიც:
- ჩვენ არ გვჭირდება კერძო მასწავლებლები, რადგან სკოლა სათანადოდ გვამზადებს”;
- “ადმინისტრაცია ყოველთვის ცდილობს წაახალისოს ჩვენი ინიციატივები. მაგალითად, წელს ჩვენი ინიციატივით ჩატარდა ტურნირი კალათბურთში”;
- “სკოლაში გვაქვს მეგობრული გარემო და კარგი ინფრასტრუქტურა”.
თუ კვლავ გაქვთ კითხვები, შეგიძლიათ თავად ესტუმროთ აკადემიას და უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღოთ. მანამდე კი გაეცანით საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობებს:
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მიმდინარე სასწავლო წლის მეათე კლასის მოსწავლეებს
რეგისტრაციის ბოლო ვადა – 10 ივნისი!
გრანტი გაიცემა სამივე საგნის გამოცდაში უმაღლესი შედეგის მქონე 5 კონკურსანტზე.
- პირველ ადგილზე გასული მოსწავლე დაფინანსდება 100%-ით;
- მეორე ადგილზე გასული მოსწავლე დაფინანსდება 60%-ით და მისი სწავლის საფასური განისაზღვრება 2 720 ლარით;
- მესამე ადგილზე გასული 3 მოსწავლე დაფინანსდება 50%-ით და მათი სწავლის საფასური განისაზღვრება 3 400 ლარით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულებს.