I-Fest Projects Competition – ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის უდიდესი წარმატება
2021 წლის 5-8 ნოემბერს უკვე მეთორმეტედ გაიმართა I-Fest Projects Competition.
I-Fest მსოფლიოს ახალგაზრდა მეცნიერთა უდიდესი კონფერენციაა, რომლეშიც წელს 40 ქვეყნის, 1000-ზე მეტი სტუდენტი მონაწიელობდა. მათ 450 პროექტი წარადგინეს 11 სექციაში.
უდიდესი წარმატებით გამოვიდა საქართველოს ნაკრები, რომელიც მთლიანად ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული.
ქართველმა მოსწავლეებმა 2 პროექტი წარადგინეს მათემატიკის სექციაში.
1. Loci Using Three Fixed Points – მარიამ ანასაშვილი და გიორგი გოგიაშვილი.
2. Generalization of Van Schooten’s Theorem – ანა ანდღულაძე და მარი ოკუჯავა.
ორივე პროექტმა ოქროს მედალი დაიმსახურა!
ერთ სექციაში ორი ოქრო – ეს პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში!
საერთოდ კი ოქრო მხოლოდ 11 ქვეყნის წარმომადგენლებმა აიღეს,
მათი მოსახლეობების რაოდენობის გათვალისწინებით,საქართველო აბსოლუტურ პირველ ადგილზეა!