18 ნოემბერი, 2015 15:33
ინგლისურ ენაში მართლწერის კონკურსი “Spelling Bee” ჩატარდა
12 ნოემბერს სკოლა ,,პეგასში” ჩატარდა მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში “Spelling Bee” ,რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ V – Vlll კლასის მოსწავლეები.
კონკურსის მიზანი იყო, გამოევლინა საუკეთესო მოსწავლე, რომელიც უშეცდომოდ დამარცვლიდა სხვადასხვა სირთულის ინგლისურ სიტყვას.
ინგლისური ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, სიტყვების მართლწერა და წარმოთქმა ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ აუცილებელია, ბავშვებს გამოუმუშავდეთ უცხო სიტყვათა სწორად წერისა და წარმოთქმის უნარი.