20 მაისი, 2016 17:47
ინგლისურის და მათემატიკის ოლიმპიადების გამარჯვებულები ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისგან გრანტს მიიღებენ
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში დასრულდა ინგლისური ენის – GEO და მათემატიკის – MATH ოლიმპიადები.
აღნიშნული ოლიმპიადების შედეგებით დასახელდა გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც 2016-2017 სასწავლო წელს სკოლისაგან სასწავლო გრანტს მიიღებენ.
გამარჯვებული მოსწავლეების რაოდენობაა – 56, ხოლო მთლიანად საოლიმპიადო გრანტმა 12 200 აშშ დოლარის ექვივალენტი შეადგინა.
წლის ბოლოს გრანტები გაიცემა ხელოვნების სექციასა და ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის.
სასწავლო გრანტები მიზნად ისახავს მოსწავლეთა წახალისებას და კონკურენტუნარიანი სასწავლო გარემოს შექმნას.