1 ივნისი, 2020 10:49
კერძო სკოლა „აკადემოსი“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გილოცავთ
კერძო სკოლა „აკადემოსი“ გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
“ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველა ბავშვი მსოფლიოში ბედნიერი უნდა იყოს. სკოლა ,,აკადემოსის” დაწყებითი და საბაზო საფეხურების მოსწავლეებმა პანდემიის პირობებშიც კი გამოხატეს თავიანთი გულწრფელი ემოციები და სურვილი ისეთი სამყაროს არსებობისა, რომელშიც ბავშვებს არ აწუხებთ შიმშილი, ავადმყოფობა, უსახლკარობა და ობლობა”, – აღნიშნეს სკოლაში.