GE
14 მაისი, 2020 10:59

კერძო სკოლა „აკადემოსის“ პედაგოგები სასწავლო პროცესის გამარტივების მიზნით მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობენ

მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით (კოვიდ-19), სკოლა “აკადემოსის” საგაკვეთილო გეგმა შეიცვალა. მიზნობრივი სასწავლო პროგრამების განხორციელების ორგანიზება, კოორდინირება, კონტროლი და სწავლების შედეგების შეფასება (ინოვაციური ტექნოლოგიებისა და რესურსების დანერგვა სასწავლო პროცესში), შესაბამისად, ხარისხიანი სწავლების პროცესი არაერთხელ აღნიშნულა არა მარტო დირექციისა და პედაგოგების, არამედ მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ.

დისტანციური სწავლების პერიოდში მოსწავლისთვის სასწავლო პროცესის გამარტივების მიზნით პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულნი გაკვეთილების შემდეგაც რათა ინდივიდუალურად დაეხმარონ მათ, ვისაც ეს სჭირდება ამა თუ იმ საგანში.

სკოლა ,,აკადემოსი” მადლობას უხდის პედაგოგებს საქმისადმი პროფესიონალური მიდგომისთვის.​

Aris.ge - განათლება განათლება