GE
4 დეკემბერი, 2020 11:23

კიდევ ერთი მადლობის სიგელი სკოლა „აკადემოსს“

სკოლა „აკადემოსმა“ წარჩინებული აბიტურიენტების აღზრდისთვის კიდევ ერთი მადლობის სიგელი მიიღო. სკოლის დირექტორი კი თავის მხრივ მადლობას სკოლის პედაგოგებს უხდის თავდაუზოგავი შრომისა და მიღწეული შედეგებისთვის.

“უკვე მერამდენე წელია ვღებულობთ წამყვანი უნივერსიტეტებისაგან მადლობის სიგელებს წარჩინებული აბიტურიენტების აღზრდისათვის… გვიხარია, რომ ფასდება ჩვენი ამაგი და ყოველგვარი დამატებითი მომზადების გარეშე, სკოლის მოსწავლეები პრესტიჟული უნივერსიტეტების სტუდენტები ხდებიან.

მადლობა პედაგოგებს თავდაუზოგავი შრომისათვის – ნინო ჩანტლაძეს, თამარ ორმოცაძეს, მთვარისა გულიაშვილს, ნესტან კობახიძეს, მაია ცინცქალაძეს”, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა თამარ ჩანტლაძემ.

Aris.ge - განათლება განათლება