13 დეკემბერი, 2018 17:41
მე-6 საჯარო სკოლაში დაიწყო წიგნიერების პროექტი “შენ წიგნები აიტაცე ხელში და ისინი აგაფრენენ მაღლა”
მე-6 საჯარო სკოლაში დაიწყო კიდევ ერთი პროექტი – წიგნიერების პროექტი ,,შენ წიგნები აიტაცე ხელში და ისინი აგაფრენენ მაღლა”, რომელშიც ჩართული არიან მე-5ა, მე-5ბ, მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეები.
პროექტი იყოფა 3 ეტაპად და დასრულდება 31 იანვარს. როგორც სკოლაში აცხადებენ, ძალიან დიდია დაინტერესება მოსწავლეების მხრიდან და უკვე აქტიურად კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას.