22 თებერვალი, 2021 10:16
მედიის განვითარების ფონდის ვირტუალური სტუმრობა სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეებთან
მედიის განვითარების ფონდი სკოლა ,,აკადემოსის’ ‘მოსწავლეებს ვირტუალურად სტუმრობდა.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება, უნდა ჰქონდეს ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი. გარდა ამისა, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზროვნების უნარი.
ასევე მნიშვნელოვანია ამ კუთხით მედიაწიგნიერება, როგორც მნიშვნელოვანი კომპეტენცია 21-ე საუკუნეში. სწორედ ამის მიღწევას ისახავდა დაგეგმილი ვორქშოფიც.
“სემინარს MDF-ის მკვლევრები მაია რატიანი და მარიამ დანგაძე უძღვებოდნენ. მადლობა მათ საინტერესო სემინარისთვის, აგრეთვე მადლობა სამოქალაქო განათლების პედაგოგს, თამთა ჯიჯავაძეს სემინარის ორგანიზებისათვის”, – აღნიშნეს სკოლაში.