მეფე თამარის სახელობის სკლა-პანსიონში დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, პირველ მარტს დაიწყო დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
„დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო,“„ია-ია დაგიკრიფე,“ „სხვა საჩუქარი რა არის, ამ საჩუქარს რომ სჯობდეს“ – ამ და სხვა ლამაზი სტრიქონებით მიესალმნენ წმიდა ექვთიმ ღვთისკაცის სახელობის IIIგ კლასის მოსწავლეები თავიანთ დედებს (დამრიგებელი: ნინო ტაბატაძე). მათ თავიანთი ხელით დამზადებული საჩუქრები უსახსოვრეს საყვარელ მშობლებს. ბევრი ლექსი უთხრეს და სიმღერებიც უმღერეს.
შეკრებილ საზოგადოებას დედის დღე მიულოცა სკოლა-პანსიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნანა ანთაძემ და ზოგადი განათლების მენეჯერმა მაყვალა ანთაძემ.
დედა სამშობლოს მიუძღვნა ღონისძიება წმ. აშოტ კურაპალატის სახელობის VIბ კლასმა. (დამრიგებელი თეა ხარაზიშვილი). მოსწავლეებმა საღამოზე თავიანთი დედები და პედაგოგები მოიწვიეს. „ჩემი საქართველო აქ არის…“ მღეროდნენ საქართველოს ყველა კუთხის შვილები, რომლებიც სკოლა-პანსიონში სწავლობენ და ცხოვრობენ. ბავშვებმა გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის ისტორია, ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ჩვენს სამშობლოზე, წაიკითხეს პატრიოტული ლექსები.
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კვლავ გრძელდება.